მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, მეუფე დოსითეოზის სიტყვა საზღვარგარეთ მყოფი ქართველი თეოლოგების მიერ ორგანიზებული 2026 წლის სიმპოზიუმის მონაწილეებისადმი

რამდენადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის 93 წლის ასაკში გარდაცვალების ფაქტმა გამოიწვია ის რომ, ქართველი მღვდელმთავრები დღეს თქვენს გვერდით ვერ ვახერხებთ ასეთ მნიშვნელოვან კონფერენციაში მონაწილეობას.

სწორედ ეს გახდა საფუძველი იმისა, რომ სიმპოზიუმის წევრებს, სტუმრებსა და მეცენატეებს წერილობითი ფორმით მოგმართოთ და ჩემი გულითადი მოკითხვა და ლოცვა-კურთხევა გადმოგცეთ.

ნება მიბოძეთ გამოვხატო დიდი პატივისცემა კონფერენციის მონაწილეთა მიმართ, რამეთუ დარწმუნებული ვარ კონფერენციის მიზან დასახულობის აქტუალობასა და არჩეული სამეცნიერო თემატიკის მნიშვნელობაში. 

დიახ, მნიშვნელოვანია ეს შეხვედრა და აი რატომ:  

1. პირველად წლების შემდეგ, დასავლეთში მოქმედი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიები, მისი მმართველი ეპისკოპოსები და ევროპაში მოღვაწე ქართველი თეოლოგები ერთობლივად ვაწყობთ კონფერენციას.  

2. ცხადია უნდა ვახსენოთ და მადლობა გადავუხადოთ აიხშტეტ-ინგოლშტადტის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის პროფესურას, განსაკუთრებით კი ქრისტიანული აღმოსავლეთის თეოლოგიის კათედრის ხელმძღვანელს, პროფესორ დოქტორ თომას კრემერს, ვინც ჩვენი სიმპოზიუმის მასპინძელია აიხშტეტში, სიმპოზიუმის, რომელიც “საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს” - ეძღვნება.  

3. ამასთან მსურს დავძინო, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ადგილობრივი ეპარქიის, გერმანიისა და ავსტრიის მიტროპოლიტ გერასიმეს (შარაშენიძე) მხარდაჭერა მეტად მნიშვნელოვანი და ხაზგასასმელია ამ ღონისძიების ფარგლებში. ეს დიდი მნიშვნელობის საკითხია. მე ვიტყოდი უმნიშვნელოვანესიც კი. 

4. აკადემიურობის მაღალმა კულტურამ, რომელიც თქვენ აქ წარმოდგენილმა ახალგაზრდა ქართველმა თეოლოგებმა ბოლო შეხვედრებზე აჩვენეთ - ეს ნაყოფი მოიტანა. 

5. თქვენ, ახალგაზრდებმა, პირველებმა გადადგით დედა ეკლესიისკენ პირველი ნაბიჯი თანამშრომლობისა. ეს დიდი კულტურაა და ვიტყოდი სულიერებაც. 

6. თქვენ ხართ მომავალი ეკლესიისა. თქვენ აღმოჩნდით უფრო ძლიერნი, ფრთხილნი და თანმიმდევრულნი, ყველა მიმართულებით, ვიდრე ჩვენ იერარქები ამას დავიჯერებდით. 

მადლობელი ვარ ღონისძიების მხარდამჭერი ორგანიზაციების, რომელთა შორის განსაკუთრებით მსურს გამოვყო რენოვაბისი და მისი წარმომადგენლობა, რომელიც დღეს თქვენს შორისა, ასევე კოლეგიუმ ორიენტალეს, რომელიც ქართველი სტუდენტებისთვის თეოლოგიის დარგში “ალმა მატერად” იქცა.  

დღეს, ეს სტუდენტები დედა ეკლესიის ყველაზე გულწრფელი გულშემატკივრები არიან, მის სამსახურში ვხედავთ და ამ სტუდენტებს, არა მხოლოდ თეოლოგიურ საზრისებზე, არამედ, აქტუალურ, საეკლესიო ინსტიტუციურ პრობლემებზე, აკადემიური დისკურსი შეუძლიათ. 

გისურვებთ ნაყოფიერ აკადემიურ მუშაობას და სასიამოვნო შეხვედრებს. 

ყოვლადუსამღვრდელოესი დოსითეოსი (ბოგვერაძე)  
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი

error: Content is protected !!
Scroll to Top