
კრეტის წმინდა და დიდი კრების 5 წლის იუბილე
კ ო მ უ ნ ი კ ე
(21 ივლ., 2021წ.)
გუშინ, ამა წლის 21 ივლისს, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მყოფმა თეოლოოგიის ქართველმა სტუდენტებმა (სხვადასხვა აკადემიურ საფეხურზე) გავმართეთ არაფორმალური ონლაინ შეხვედრა - „მრგვალი მაგიდა“, რომელიც ეძღვნებოდა მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა და დიდი კრების (კრეტა 2016) 5 წლის იუბილეს.
„მრგვალი მაგიდის“ ირგვლივ ერთმანეთს გავუზიარეთ საკუთარი რეფლექსიები კრეტის კრებისა და მისი დოკუმენტების ირგვლივ, გამოითქვა არერთი საინტერესო მოსაზრება, დაკვირვება, კრიტიკული შეხედულებები, მოლოდინები და სამომავლო პერსპექტივები.
დაისახა სამომავლო გეგმებიც, რათა 1 თვეში კვლავ განმეორდეს არაფორმალური ვირტუალური შეხვედრა, რომელზეც წარმოდგენილ იქნება სამუშაო გეგმა, რათა ეტაპობრივად მომზადდეს კრებული, რომელიც მიეძღვნება კრეტის კრებას, და დოკუმენტების ქართულენოვან თარგმანებთან ერთად შევა სხვადასხვა სტატიები კრების თემატურ საკითხებთან მიმართებაში. არქიმანდრიტ ილია ჯინჯოლავას შემოთავაზებით, აღნიშნული კრებულის გამოცემას უზრუნველყოფს კონსტანტინოპოლის ქართული სამრევლო.
დასასრულს აღინიშნა მსგავსი შეხვედრების მნიშვნელობა და აუცილებლობა და მომავალში უფრო ფარტო წრის ჩართულობა მსგავს დისკუსიებში, რისთვისაც მსურველთათვის კარი ღიაა.
