
„ქართველი თეოლოგები საზღვარგარეთ“ ვულოცავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის იეროდიაკონ ნიკოლოზ გურგენიძეს თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტის სოციალური თეოლოგიისა და ქრისტიანული კულტურის ფაკულტეტზე სადოქტორო დისერტაციის წარმატებით დაცვას მართლმადიდებლური კანონიკური სამართლის დარგში. ვუსურვებთ მამა ნიკოლოზს კიდევ მრავალ წარმატებას აკადემიურ და საეკლესიო ცხოვრებაში. ყოველი მსგავსი სიახლე ჩვენი საღვთისმეტყველო დარგის დიდ სიხარულს წარმოადგენს, სიხარულს რომელსაც ყველა ვუერთდებით დიდი იმედით ჩვენი ეკლესიის მსახურების გზაზე მისი უკეთესი მომავლის მშენებლობისათვის.


