მღვდელ-მონაზონ საბა კევლიშვილის მოხსენება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილ სიმპოზიუმზე (2026)

ამა წლის 24 აპრილს მღვდელ-მონაზონი საბა კევლიშვილმა გერმანიის ქალაქ აიხშტეტში, საზღვარგარეთ მყოფი ქართველი თეოლოგების რიგით მეექვსე შეხვედრის ფარგლებში, საქართველოში ქრისტიანობის 1700 წლისთავისადმი მიძღვნილ სიმპოზიუმზე, ინგლისურ ენაზე წაიკითხა მოხსენება, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ცხოვრებასა და ისტორიულ მემკვიდრეობას ეძღვნებოდა.
მოხსენებაში წარმოდგენილია დაბალანსებული რეფლექსია იმ გამოწვევების შესახებ, რომლებიც თან ახლდა ნახევარსაუკუნოვან, ურთულეს მმართველობით ეპოქას. მოხსენებაში ხაზგასმულია, რომ ეკლესიის, როგორც მიწიერი ინსტიტუციის ხარვეზები არ აკნინებს პატრიარქის მონუმენტურ ღვაწლს, არამედ წარმოაჩენს მისი პასუხისმგებლობის სიმძიმესა და უპირობო მიმტევებლობის ძალას.
ყურადღება დაეთმო პატრიარქის როგორც მშვიდობისმყოფელის როლს საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე კრიტიკულ მონაკვეთებში, როდესაც მისი უწმინდესობა ახერხებდა რომ ეკლესია დარჩენილიყო დაპირისპირებულთა გაერთიანების ადგილად.
მოხსენებაში წარმოდგენილია დაბალანსებული რეფლექსია იმ გამოწვევების შესახებ, რომლებიც თან ახლდა ნახევარსაუკუნოვან, ურთულეს მმართველობით ეპოქას. მოხსენებაში ხაზგასმულია, რომ ეკლესიის, როგორც მიწიერი ინსტიტუციის ხარვეზები არ აკნინებს პატრიარქის მონუმენტურ ღვაწლს, არამედ წარმოაჩენს მისი პასუხისმგებლობის სიმძიმესა და უპირობო მიმტევებლობის ძალას.

error: Content is protected !!
Scroll to Top