
თეოლოგიის დოქტორმა შოთა კინწურაშვილმა, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი სიმპოზიუმზე, გერმანულ ენაზე წაიკითხა მოხსენება თემაზე: საქართველოს ოკუპაცია ბოლშევიკური რუსეთის მიერ და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია: რეაქცია და შედეგები. ("Die okkupation des unabhängigen Georgiens durch bolschewistisches Russland und die Georgisch-Orthodoxe Kirche: Reaktion und Folgen").
მოხსენება შეეხებოდა ახლადაღდგენილი(1917) საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე არსებულ გამოწვევებს, მას შემდეგ რაც დამოუკიდებელი საქართველოს პირველი რესპუბლიკა ოკუპირებულ იქნა(1921). მოხსენების მთავარი კითხვა იყო: თუ რა რეაქცია ქონდა ეკლესიას სახელმწიფოებრიობის დაკარგვის და ძალაუფლებაში ბოლშევიკების მოსვლის პერიოდში. პირველი ანტისაეკლესიო დევნის ფორმები და ეკლესიის პასუხი გენუის კონფერენციაზე გზავნილით, რომლის შედეგად მართლმადიდებელი ეკლესია სრულად დადგა ფიზიკური განადგურების საფრთხის ქვეშ. ამავე პერიოდში ეკლესიის წიაღში არსებული ორი ხედვა ბოლშევიკურ რეჟიმთან მიმართებაში, ერთი ღია კონფრონტაცია რომელიც ამბროსი ხელაია და საკათალიკოსო საბჭოს ნაწილი. გენუის კონფერენციაზე გაგზავნილი საპროტესტო წერილის შემდეგ დაპატიმრებულ და გასამართლებულნი, ხოლო მეორე ჯგუფი მიტროპოლიტ ქრისტეფორე ციცქიშვილის და მისი მომხრეების მცდელობა ბოლშევიკურ რეჟიმთან ეპოვნათ თანამშრომლობის გზები, იმ მიზნით რათა საეკლესიო დევნა ნაწილობრივ მაინც შეჩერებულიყო. როგორ ხედავდნენ და რა არგუმენტებით იყო გამყარებული აღნიშნული საეკლესიო პოლიტიკის ორი ხაზი, რომელიც საბოლოოდ 1927 წლის მეოთხე საეკლესიო კრებაზე ბოლშევიკური პოლიტიკური რეჟიმისადმი საჯარო ლოიალობისა და თანამშრომლობის გამოცხადებით დასრულდა.
აღნიშნული სიმპოზიუმი გერმანიის აიხშტეტ-ინგოლშტადტის უნივერსიტეტში საზღვარგარეთ მყოფი ქართველი თეოლოგების რიგით მეექვსე შეხვედრის ფარგლებში ჩატარდა.
შოთა კინწურაშვილი – 2011 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 2015–2018 წლებში სწავლობდა გერმანიაში, აიხშტეტ-ინგოლშტადტის უნივერსიტეტში, სადაც მიენიჭა თეოლოგიის ლიცენციანტის ხარისხი შუა საუკუნეების და უახლესი პერიოდის ეკლესიის ისტორიის მიმართულებით. 2020–2025 წლებში მუშაობდა სადოქტორო დისერტაციაზე მიუნხენის ლუდვიგ-მაქსიმილიანეს უნივერსიტეტში, ქრისტიანული სოციალური ეთიკის კათედრაზე. მისი სადისერტაციო ნაშრომის თემაა: „მართლმადიდებლური სოციალური ეთიკის ძიებაში საქართველოს მაგალითზე: თეოლოგიური და სოციოლოგიური ანალიზი“. ამავე უნივერსიტეტში 2026 წელს მიენიჭა თეოლოგიის დოქტორის ხარისხი (magna cum laude). ეწევა პედაგოგიურ და კვლევით საქმიანობას გერმანიასა და საქართველოში.
