
2026 წლის 6 ოქტომბერს, ათენის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტზე, პროფესორ კონსტანტინე მანიკასის ხელმძღვანელობით, მეუფე მელქისედეკმა წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, როგორც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საეგზარქოსო (1811–1917)“.
აღნიშნული ნაშრომი საქართველოს ეკლესიის ისტორიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და რთულ პერიოდს ეძღვნება და მნიშვნელოვანი შენაძენია საქართველოს ეკლესიის ისტორიის აკადემიური კვლევისათვის.
განსაკუთრებით სასიხარულოა ქართველი სასულიერო პირის წარმატება საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში და საქართველოს ეკლესიის ისტორიისადმი მიძღვნილი კვლევის წარმოჩენა უცხოურ სამეცნიერო წრეებში.
ვულოცავთ მეუფე მელქისედეკს ამ მნიშვნელოვან აკადემიურ მიღწევას და ვუსურვებთ შემდგომ ნაყოფიერ სამეცნიერო, საღვთისმეტყველო და სამოძღვრო მოღვაწეობას.
