2023 წლის შეხვედრა ვენაში / ქლოსთანოიბურგში (ავსტრია)

კ ო მ უ ნ ი კ ე
(17-19 ნოემბ., 2023 წ.)

2023 წლის 17-19 ნოემბერს, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში საქართველოს საზღვრებს გარეთ თეოლოგიის სფეროში მოღვაწე პროფესორების, მკვლევარებისა და სტუდენტების რიგით მესამე შეხვედრა გაიმართა. ამ შეხვედრას ვენის წმინდა იოანე დამასკელის სახელობის სტუდენტურმა სახლმა უმასპინძლა.

შეხვედრაზე სხვა და სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული 25 ადამიანი მონაწილეობდა: ნინო საყვარელიძე, მღვდელ-მონაზონი ეფრემ ლომიძე, ნინო საძაგლიშვილი, სოფია გოზალიშვილი, მღვდელ-მონაზონი ლეონიდე ებრალიძე, არქიდიაკონი გაბრიელ ბარათაშვილი, გურამ ლურსმანაშვილი, მღვდელი გრიგოლ ჭეჟია, არქიმანდრიტი ილია ჯინჯოლავა, შოთა კინწურაშვილი, მირიან გამრეკელაშვილი, მიხეილ ნებიერიძე, მღვდელ-მონაზონი საბა კევლიშვილი, თაზო გიბიშვილი, მღვდელი კოტე აკოფაშვილი, ერეკლე თურქაძე, რატი თურმანიძე, თამთა კონჯარია, თორნიკე ძინძიბაძე, მათე სარალიშვილი, ლაშა ჯიხვაშვილი, მამუკა ხითარიშვილი, ალექსანდრე ბიძინაშვილი, ლაზარე ბალიაშვილი და ლუკა არაბიძე.

შეხვედრის პირველი დღე, 17 ნოემბერი:
ქალაქ ვენასთან (კლოსტერნოიბურგი) მდებარე წმ. იოანე დამასკელის სახელობის სტუდენტურ სახლში შედგა მონაწილეთა შეხვედრა. მონაწილეებმა ერთმანეთს მათი საქმინობისა და კვლევითი სფერო-ინტერესების შესახებ ცოდნა-გამოცდილება გაუზიარეს. შეხვედრის მასპინძლების მხრიდან მოხდა გაცნობა სტუდენტური სახლისა და წმ. ეფრემ ასურის სახელობის აღმოსავლურ&დასავლური სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის (STEP) დაფუძნების ისტორიის, მიზნებისა და მიღწეული წარმატებების. საღამოსხვადასხვა საღვთისმეტყველო საკითხებზე მსჯელობასა და აზრთა გაცვლა-გამოცვლას დაეთმო.

შეხვედრის მეორე დღე, 18 ნოემბერი:
დღის პირველი ნახევარში სადისკუსიო თემა „საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველობითი ფორმების სახეცვლილება მეოცე საუკუნეში (1917, 1920 და 1945 წლების მართვა-გამგეობის დებულებების შედარებითი ანალიზი)“ წარადგინა და მოკლე ისტორიუ-თეოლოგიური მიმოხილვა გააკეთა შოთა კინწურაშვილმა. რომლის შემდგომ მონაწილეების მხრიდან ერთობლივი მუშაობა მოხდა და დოკუმენტების ისტორიულ-კრიტიკულ-თეოლოგიური ანალიზს დაეთმო დრო. აღსანშნავი იყო დისკუსიის ცენტრალური თემა სინოდალურობის/კრებსითობის მნიშვნელობა (ფუნქციონირება) და გაგება სხვადასხვა ადგილობრივ მართლმადიდებელ თუ სხვა ქრისტიანულ ეკლესიებში.
დღის მეორე ნახევარი დაეთმო ქალაქ ვენის კულტურული და რელიგიური ღირშესანიშნაობების მონახულებას.
მეორე დღის დასასრულს მონაწილეები კვლავ შეიკრიბნენ STEP-ის სტუდენტურ სახლში და არაფორმალურ გარემოში კვლავ გაგრძელდა აღნიშნულ თემაზე დისკუსია. თითოეულმა დამსწრემ აღნიშნული შეხვედრის შესახებ საკუთარი აზრი გამოთქვა და ერთხმად აღინიშნა ასეთი შეხვედრების საჭიროება, შემდგომი ურთიერთდაახლოებისა და ერთობლივი მუშაობის აუცილებლობისათვის.

შეხვედრის მესამე დღეს, 19 ნოემბერი:
მონაწილეები ვენის წმინდა დავით აღმაშენებლის ქართულ სამრევლოს ესტუმრნენ, სადაც სამრევლოს წინამძღვარ იღუმენ ილია ჩადუნელთან ერთობლივ საღმრთო ლიტურგიაში მიიღეს მონაწილეობა.
ამავე დღეს მონაწილეები სტუმრობდნენ ავსტრიის მიტროპოლიტსა და უნგრეთის ეგზარქს არსენიოს კარდამაკისს. მიტროპოლიტმა არსენიოსმა მოკლე შეხვედრისას აღნიშნა მართლმადიდებელი თეოლოგიის მნიშვნელობაზე დასავლეთში არსებული დიასპორული ეკლესიებისათვის, აგრეთვე იმ გამოწვევებზე რომელიც არსებობს დიასპორაში. მეუფე არსენიოსთან შეხვედრა დისკუსიის ფორმატით დასრულდა.

error: Content is protected !!
Scroll to Top