
კ ო მ უ ნ ი კ ე
(22-28 ივნ., 2019 წ.)
ამა წლის 22-27 მაისს, 'მიტროპოლიტი პანტელეიმონ პაპაგეორგიუს სახელობის ოეკუმენური, მისიოლოგიური და გარემოს დაცვის კვლვითი ცენტრის' (CEMES) ორგანიზებით, ქართველ თეოლოგებთან ერთად, გაიმართა თეოლოგიური სიმპოზიუმი „მართლმადიდებელი თეოლოგია და მოწმობა“
სიმპოზიუმი სამ (3) ნაწილად იყოფოდა:
1. სიმპოზიუმის ქართველ მონაწილეთა ათონის წმინდა მთაზე მომლოცველობა, 22-25 მაისი:
ათონის მთის მმართველი ორგანოს, წმინდა კინოტის მოწვევით, სიმპოზიუმის ქართველმა მონაწილეებმა მოილოცეს ათონის მთის მონასტრები. მომლოცველებს საშუალება მიეცათ შეხვედროდნენ და გაემართათ დიალოგი სულიერ-ასკეტურ და ყოფით თემებზე ესფიგმენის მონასტრის წინამძღვართან, არქიმანდრიტ ბართლომესთან. ესფიგმენის მონასტრის ვიზიტის შემდგომ მომლოცველობა გაგრძელდა კუტლუმუსის მონასტერში. მომდევნო დღეს ქართველი მომლოცველები გაემართნენ ივერონის მონასტერში, სადაც გაიმართა შეხვედრები მონასტრის წინამძღვარ, არქიმანდრიტ ნათანაილთან და მონასტრის ძმობასთან. ქართველთა ჯგუფს დაათვალიერებინეს მონასტრის მუზეუმი და მოალოცინეს სიწმინდეები. რის შემდეგაც, მონასტრის წინამძღვარმა სიმპოზიუმის მონაწილეთა პატივისცემის ნიშნად, მათ ნება დართო ივერონის ღმრთისმშობლის ხატის ტაძარში ქართულ ენაზე აღვლენილიყო საღმრთო ლიტურგია. ივერონის შემდეგ მონაწილეებმა მოილოცეს ვატოპედის მონასტერი. მომლოცველთა ჯგუფი შედგებოდა: მღვდელმონაზონები ირინეოს შენგელია და იერონიმე ქათამაძე, იეროდიაკონი ირაკლი ჯინჯოლავა, დიაკონი გიორგი გიბრაძე, შოთა კინწურაშვილი, ნიკოლოზ გურგენიძე, გიორგი გეგუჩაძე და გრიგოლ ჭეჟია.
2. საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ თეოლოგიის სტუდენტთა შეხვედრა, 25-26 მაისი:
ათონის მთიდან თესალონიკში დაბრუნებულ მომლოცველებს შემოუერთდნენ სიმპოზიუმის სხვა მონაწილეები. თესალონიკის სამოტროპოლიტოს პროტოსინგელოსმა, არქიმანდრიტმა იაკობმა, მონაწილეების საპატივცემლოდ გამართა მიღება და ვახშამი. 26 მაისს, თესალონიკის მიტროპოლიტის ყოვლადუწმინდესი ანთიმოზის კურთხევით ქართველებმა საკვირაო ლიტურგია აღასრულეს ქართულ და ბერძნულ ენებზე ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში. წირვის დასასრულს გადაიხადეს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლთა სულის საოხი პანაშვიდი. წირვისა და სადილის შემდეგ, თესალონიკის წმინდა თეოდორას მონასტერში გაიმართა საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ თეოლოგთა და თეოლოგიის სტუდენტთა სამუშაო შეხვედრა. შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა ისაუბრეს თანამედროვეობის გამოწმევებზე, მათ შორის: ევთანაზიის და ბიოეთიკის სხვა საკითხებზე, ღმრთისმეტყველების სოციალური როლზე, კატეხიზაციისა და ლიტურგიულ ცხოვრებაში ჩართულობის საკითხებსა და თეოლოგიური განათლების მისიონერულ როლზე უკეთესი მომავლისთვის. შეხვედრაზე მონაწილეობდნენ:
1. იეროდიაკონი ირაკლი ჯინჯოლავა (სხდომის თავმჯდომარე) - მიუნხენის უნივერსიტეტი;
2. გიორგი გეგუჩაძე (სხდომის მდივანი) - აიხშტეტის უნივერსიტეტი;
3. ნინო საძაგლიშვილი (სხდომის მდივანი) - ათენის უნივერსიტეტი;
4. სოფო გოზალიშვილი - ვენის უნივერსიტეტი;
5. მღვდელ-მონაზონი ლეონიდე ებრალიძე - რომის აღმოსავლეთის ინსტიტუტი;
6. მღვდელ-მონაზონი ირინეოს შენგელია - თესალონიკის უნივერსიტეტი;
7. მღვდელ-მონაზონი იერონიმე ქათამაძე - თესალონიკის უნივერსიტეტი;
8. დიაკონი გიორგი გიბრაძე - კემბრიჯის უნივერსიტეტი;
9. გურამ ჩუხრუკიძე - თესალონიკის უნივერსიტეტი;
10. გრიგოლ ჭეჟია - აიხშტეტის უნივერსიტეტი;
11. ნიკოლოზ გურგენიძე - თესალონიკის საეკლესიო აკადემია;
12. გურამ ლურსმანაშვილი - ათენის უნივერსიტეტი;
13. ვანო შოშიაშვილი - ათენის უნივერსიტეტი;
14. შოთა კინწურაშვილი - მიუნხენის უნივერსიტეტი.
წერილები მივიღეთ იმ ქართველი თეოლოგებისაგან, იპოდიაკონი გიორგი (გივი) ლომიძე, ერეკლე თურქაძე და ალექსი მესტუმრიშვილი, რომელთაც ვერ მოახერხეს სიმპიუმზე დასტრება.
3. სამეცნიერო კონფერენცია:
27 მაისს, თესალონიკის წმინდა თეოდორას მონასტრის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა სიმპოზიუმის სამეცნიერო სესია შემდეგი პროგრამით:
პირველი სესია:
• მისალმება - ემერიტუს პროფესორი ნიკოლაოს ზახაროპულოსი, CEMES-ს პრეზიდენტი;
• ბერძნულ-ქართული კონფერენციის შესავალი - ემერიტუს პროფესორი პეტროს ვასილიადისი, CEMES-ს საპატიო პრეზიდენტი;
• CEMES აქტივობების პრეზენტაცია - პროფესორი ნიკოლაოს დიმიტრიადისი;
• საქართველოს ეკლესიის მოკლე ისტორია - დიაკონი გიორგი გიბრაძე.
⦿ CEMES-ს მუზეუმის დათვალიერება.
მეორე სესია:
• წმინდა და დიდი კრებისა და უკრაინის ავტოკეფალიის ანალიზი - ემერ. პროფ. პეტროს ვასილიადისი;
• მართლმადიდებელი თეოლოგიის გამოწვევები საქართველოს კონტექსტში - მღვდელ-მონაზონი ლეონიდე ებრალიძე
• მონასტრული ცხოვრების დასაწყისი საქართველოში - იეროდიაკონი ირაკლი ჯინჯოლავა.
⦿ სიმპოზიუმის მონაწილეთა აუდიენცია თესალონიკის ყოვლადუწმინდეს მიტროპოლიტ ანთიმოზთან.
მესამე სესია:
• ქალის როლი მართლმადიდებელ ეკლესიაში - პროფესორი ელენი კასელური;
• დიაკონისები მართლმადიდებელ ეკლესიაში - პროფესორი პანაგიოტის სკალცისი;
• მართლმადიდებლობა, მეცნიერება და სოციალური საკითხები - პროფესორი პეტრის პანაგიოტოპულოსი;
• შემაჯამებელი სიტყვა - იეროდიაკონი ირაკლი ჯინჯოლავა.
⦿ კონფერენციის დასასრულს იეროდიაკონმა ირაკლი ჯინჯოლავამ ქართველი მონაწილეები სახელით მადლობა გადაუხადა ბერძნულ მხარეს და უმახსოვრა ქართული ღვინო. პროფ. პეტროს ვასილიადისმა, ბერძნულმა მხარის სახელით, საქართველოს პატრიარქისთვის საჩუქრად გადასცა დიდი ხუთშაბათის მსახურებისათვის განკუთვნილი არდაგი და ხელსახოცი. თეოლოგიურმა სიმპოზიუმმა ჩაიარა თავისუფალი დიალოგისა და აკადემიური დისკუსიის თანხლებით. მონაწილეთა ორივე მხარის შეფასებით, მნიშვნელოვანი და ნაყოფიერია მსგავსი სიმპოზიუმების გამართვა. მხარეები შეთანხმდნენ სიმპოზიუმის მასალების გამოცემასა და შემდგომ თანამშრომლობაზე
