


„ქართველი თეოლოგები საზღვარგარეთ“ ვულოცავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის სასულიერო პირებს, მღვდელმონაზონ იერონიმე ქათამაძესა და მღვდელმონაზონ ირინეოს შენგელიას და ასევე გიორგი ლელუაშვილის ბოსტონის (აშშ) წმინდა ჯვრის ბერძნულ მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო სკოლის (Holy Cross Greek Orthodox School of Theology) გაძლიერებული სამაგისტრო პროგრამის (ThM) წარმატებით დასრულებასა და თეოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მიღებას. ვუსურვებთ მათ კიდევ მრავალ წარმატებას აკადემიურ და საეკლესიო ცხოვრებაში. ყოველი მსგავსი სიახლე ჩვენი საღვთისმეტყველო დარგის დიდ სიხარულს წარმოადგენს, სიხარულს რომელსაც ყველა ვუერთდებით დიდი იმედით ჩვენი ეკლესიის მსახურების გზაზე მისი უკეთესი მომავლის მშენებლობისათვის.
